ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-09-06
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახური შეიქმნა

სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური. ვრცლად
2010-09-01
ოკუპირებული გალის რაიონის 31 სკოლაში ახალი სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყო

დღეს ოკუპირებული გალის რაიონში მოქმედმა ოცდათერთმეტმა სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა. პირველ სექტემბერს, 500–მდე მოსწავლემ პირველად შეაღო სკოლის კარი. საერთო ჯამში, გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4000–ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ვრცლად
2010-08-31
აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები დაურიგდებათ

2010 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წელს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 600 ბავშვს საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტრო უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებს გადასცემს, ხოლო ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ 500 –მდე პირვეკლასელს სასკოლო წიგნები და ჩანთები დაურიგდებათ. ვრცლად
2010-08-28
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქალაქ ლინკოლნის მერსა და აშშ-ის ნებრასკის შტატის გუბერნატორს შეხვდნენ

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქალაქ ლინკოლნის მერსა და აშშ-ის ნებრასკის შტატის გუბერნატორს რიკ შიიჰს და ქალაქ ლინკოლნის მერს კრის ბატლერს შეხვდნენ. შეხვედრაზე, პროგრამის მონაწილეებმა, მერთან და გუბერნატორთან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მდგომარეობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემასა და აშშ-ში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვრცლად
2010-08-26
აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიდან 200–ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველადი ჩარიცხვის შედეგების მიხედვით, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების 200–ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ვრცლად
2010-08-25
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგების შედეგები სასერტიფიკაციო გამოცდებში

2010 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით, აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან დარეგისტრირებული 116 პედაგოგიდან 31–მა წარმატებით ჩააბარა გამოცდები. საერთო ჯამში, აფხაზეტის საჯარო სკოლებში 381 პედაგოგია დასაქმებული. ვრცლად
2010-08-20
თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების საზაფხულო გამოფენა–გაყიდვა წელს ქ. ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართა

2010 წლის 13–დან 19 აგვისტოს ჩათვლით ქ. ბათუმში ევროპის მოედანზე ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დალი ხომერიკის მხარდაჭერით მოეწყო თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების საზაფხულო გამოფენა–გაყიდვა. გამოფენაზე ხუთი მხატვრის (დათო ბაძაღუა, ემზარ მღებრიშვილი, გიორგი ოსეფაშვილი, რამაზ როსტომაშვილი და ალექსანდრე ხუბუა) მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებულ (პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი) 120 ნამუშევარს შორის წარმოდგენილი იყო აფხაზეთის მხატვრების 50–მდე ნახატი. ვრცლად
2010-08-15
ოპტიმიზაციის შედეგად გაუქმებულია აფხაზეთის მე–8 საჯარო სკოლა (დაბა წყნეთი)

საქართველოს განათლებისაა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის 2010 წლის 11 აგვისტოს ბრძანების #73/ნ საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი აფხაზეთის ა/რ #8 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თბილისის დიდგორის რაიონის #137 საჯარო სკოლას მიუერთდა. ვრცლად
2010-08-11
აფხაზეთის სპორტსმენი საერთაშორისო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიმდინარე წლის 7 –8 აგვისტოს, სომხეთში, ქ. ერევანში გამართულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ჩემპიონატში, კიკ–ბოქსინგის სახეობაში, სპორტსმენი აფხაზეთიდან თამაზ გაგანაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სპორტსმენის გამგზავრება უზრუნველყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველომ. ვრცლად
2010-08-09
აფხაზეთის ბავშვები UEFA-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის დახვედრის საზეიმო ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას.

10 აგვისტოს, 9:00 საათზე თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე, აფხაზეთიდან 7-12 წლამდე ასაკის 32 ბავშვი მონაწილეობას მიიღებს UEFA –ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის დახვედრის საზეიმო ცერემონიალში. ბავშვები მოაწყობენ OFFS-ის პროგრამით (სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები) საჩვენებელ სკოლას. ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ მაისურები, კეპები, სტიკერები OFFS-ის ემბლემით. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 194 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 163 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 166 ხმა