ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-03-06
საქართველოს პირველობაში ”ძიუდოში” აფხაზეთის ნაკრების სპორტსმენმა, გიოგრი ნოზაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

5-6 მარტს, ქ.თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის, ძიუდოს ცენტრალურ დარბაზში ჩატარდა საქართველოს პირველობა ძიუდოში. ვრცლად
2010-03-05
გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

5 მარტს, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს ქალბატონ ნონას ამ ჯილდოს. ვრცლად
2010-03-03
აფხაზეთის მთავრობა ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღეს მიულოცავს

დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთიდან დევნილ, ომში დაღუპულ და მრავალშვილიან დედებს დედის დღეს მიულოცავენ. ვრცლად
2010-03-02
აფხაზეთის მოსწავლე–ახალგაზრდობა ფილმ „ავატარის“ კინო–ჩვენებას დაესწრება

დღეს, 15:30 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და კინოთეატრის „ამირანი“ ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი 100 –მდე ახალგაზრდა ჯეიმს კამერონის გახმაურებული ფილმის „ავატარი“ კინო–ჩვენებას დაესწრება. ვრცლად
2010-03-02
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან. ვრცლად
2010-03-01
საქართველოს ჩემპიონატში „თავისუფალი სტილით ჭიდაობა“ აფხაზეთის ნაკრებმა გუნდმა იასპარეზა

26–28 თებერვალს, საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ქ. ბათუმში (ფიროსმანის ქ. #14) ჩატარდა. შეჯიბრში მოასპარეზე აფხაზეთის ნაკრები გუნდის 5 სპორტსმენიდან, მე–4 ადგილი სხვადასხვა წონით კატეგორიებში ვასილ ბექაურმა 96 კგ. და მამუკა ღვინიაშვილმა 66 კგ. გადაინაწილეს. ვრცლად
2010-02-27
დღეს განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა ოკუპირებული ზონის პედაგოგებს სამინისტროს 2009 წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს, ქ. ზუგდიდში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი ოკუპირებული ზონის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას 150 ზე მეტი პედაგოგი და დირექტორი ესწრებოდა ოკუპირებული ზონიდან. ვრცლად
2010-02-27
ქ. ზუგდიდში ოკუპირებული ზონის აბიტურიენტთა ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი გაიხსნება

დღეს, 11:00 საათზე, ქ. ზუგდიდში აღმაშენებლის გამზირი №222 აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი ოკუპირებული ზონის აბიტურიენტთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ ცენტრს გახსნის. ვრცლად
2010-02-26
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების გამოხმაურება პირველ ქართულ–ამერიკულ skype -კონფერენციაზე ამერიკასთან

26 თებერვალს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, პირველი ქართულ–ამერიკული skype -კონფერენცია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და ქ. ლინკოლნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა. ვრცლად
2010-02-25
კონკურსში „ქართული კალიგრაფია“ პირველი ტურის გამარჯვებულები დევნილი ახალგაზრდები გამოვლინდნენ

მიმდინარე წლის 24–25 თებერვალს, კონკურსში „ქართული კალიგრაფია“, პირველ ტურში გასული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები გამოვლინდნენ. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში 5-8 და 9-12 კლასების, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ, ქართველ ბავშვებს შორის ჩატარდა. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა