ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-07-05
აფხაზეთიდან დევნილი, ისტორიის დოქტორის (PH.D.) ირაკლი გელენავას წერილი „მოძღვარი როგორც კულტურათა ინტეგრაციის რეალიზატორი“ (აფხაზეთის მაგალითი XIX-XX საუკუნის მიჯნაზე”) შესულია 13 ქვეყნის წარმომადგენლის 17 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომთა სიაში

2010 წელს, აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ინიციატივით ნიუ იორკში, გამომცემლობაში ”ნოვა საიენს ფაბლიშერი” ინგლისურ ენაზე ითარგმნა და წიგნად „ცივილიზაციათა დიალოგი“ გამოიცა 13 ქვეყნის წარმომადგენლის 17 საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი. აღნიშნულ წიგნში შევიდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოს უფროსის, ისტორიის დოქტორის (PH.D.) ირაკლი გელენავას სამეცნიერო ნაშრომი „მოძღვარი როგორც კულტურათა ინტეგრაციის რეალიზატორი“ (აფხაზეთის მაგალითი XIX-XX საუკუნის მიჯნაზე”). ვრცლად
2010-07-02
საერთაშორისო ფესტივალზე “ზღვის ჰარმონია“ 55 ფოლკლორულ ანსამბლს შორის სახელოვნებო სკოლა „აფხაზეთი #2“ მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია

სახელოვნებო სკოლამ „აფხაზეთი #2“ მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე ”ზღვის ჰარმონია” მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აჭარის მაყურებლის წინაშე სკოლამ „აფხაზეთი #2“ ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელი თოვლია მიქავა) და ხალხურ საკრავთა ორკესტრი (ხელმძღვანელი ანა ივანიძე) წარადგინა. I, II და III საპრიზო ადგილზე გასულ ანსამბლებს შესაბამისი დიპლომები და მედლები გადაეცათ. ვრცლად
2010-06-30
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფხაზეთი“ საანგარიშო კონცერტს „მოვიარე საქართველო“ გამართავს. კონცერტი ეძღვნება ქალბატონ ნინო რამიშვილის ხსოვნას

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით 1 ივლისს, 18:00 საათზე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე წარსდგება საანგარიშო კონცერტით „მოვიარე საქართველო ვრცლად
2010-06-29
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „საზაფხულო სკოლა“ (ინგლისური ენის სწავლება) ფარგლებში სასწავლო კურსზე დარეგისტრირებული მოსწავლეების საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 1 ივლისს, 11:00 საათზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საზაფხულო სკოლა“ (ინგლისური ენის სწავლება) ფარგლებში დარეგისტრირებული აფხაზეთის მოსწავლეების შესარჩევ ტესტირებას ჩაატარებს. ვრცლად
2010-06-29
საქართველოს 13 რეგიონის წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ნაკრებმა გუნდმა 2 საპრიზო ადგილი მოიპოვა საქართველოს პირველობაში ქართულ ჭიდაობაში

24-25 ივნისს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს ცენტრალურ დარბაზში გაიმართა საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრი უფროსი ასაკის მოჭიდავეებს შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩატარდა, რომელშიც საქართველოს 13 რეგიონიდან ჩამოსული 100–ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის– აფხაზეთის ნაკრები გუნდის 4 სპორტსმენი. ვრცლად
2010-06-28
აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის გუნდი „ცაშკიბული“ ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის? აფხაზეთის სასკოლო ლიგის გამარჯვებულია

26 ივნისს 13:00 საათზე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მერაბ კოსტავას #58) აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალური შეხვედრა ჩატარდა. აფხაზეთის #10 სკოლის გუნდის „ცაშკიბული“ ექვსეული (რუსლან საბედია გუნდის კაპიტანი, გიორგი თოდუა, გივი ადამია, კოტე ჩიქოვანი, მარიამ კვირკველია, ლუკა პერტაია) ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის? აფხაზეთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული გახდა. გაზაფხულის სერიის საუკეთესო მოთამაშედ მარიამ უბილავა (აფხაზეთის #2 საჯარო სკოლა) დასახელდა. ვრცლად
2010-06-26
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

26 ივნისს, 11 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“ დირექტორი რიტა პროკოპენკო ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს. ვრცლად
2010-06-24
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია (YATA) საქართველოში გამართავს დებატებს ნატო-ს შესახებ

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) საქართველოში ხელშეწყობით, 24 ივნისს, 11:00 დან - 15:00 საათამდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში (რუმინეთის აუდიტორია), აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართება სასწავლო სემინარი/დებატები თემაზე ”საქართველო და NATO”. ვრცლად
2010-06-23
ლედი ჯალაღონია პროექტის „ერუდიტი 2010“ გამარჯვებულია

აფხაზეთის #11 (ქ. ზუგდიდი) საჯარო სკოლის მოსწავლე ლედი ჯალაღონია „ერუდიტი 2010“ გამარჯვებულია. გოგონამ 25 ფინალისტი დაამარცხა და საუკეთესო მოთამაშის სახელიც მოიპოვა. გამარჯვებული, საპატიო მანტიით ჟიურის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ შემოსა, შესაბამისი ხარისხის დიპლომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა გადასცა. II ადგილი მარიამ უბილავასა (#2 საჯარო სკოლა თბილისი) და ქრისტინე რიგვავას ( ზემო ბარღების საშუალო სკოლა) შორის გადანაწილდა. პროექტის ყველა მონაწილეს საყმაწვილო ენციკლოპედიები და დიპლომები დაურიგდათ. ვრცლად
2010-06-23
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში თუმანიშვილის სახელობის კინო–მსახიობთა თეატრში 60 ფოტოს და 50 ნახატის გამოფენა-გაყიდვას აწყობს

23 ივნისს, 15:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ გიწვევთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტო–გამოფენაზე და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა–გაყიდვაზე. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 194 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 163 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 166 ხმა