ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-06-07
ვაჟა ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით შერატონ მეტეხი პალასში მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება

7 ივნისს, 18:00 საათზე შერატონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი დაესწრება აფხაზეთის და ფშავის შემოქმედ ბავშვთა ერთობლივ ლიტერატურულ საღამოს. საღამო ეძღვნება ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას იუბილეს. ვაჟა ფშაველა 14 ივლისს, 1861წელს სოფელ ჩარგალში დაიბადა. ვრცლად
2010-06-06
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ს.ს.ი.პ. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

6 ივნისს, 11 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის „სპექტრი“ დირექტორი ზაზა ავალიანი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს. ვრცლად
2010-06-05
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდბის მონასტერში უმასპინძლებს

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 5 ივნისს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით 35–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს საფლავს მოინახულებენ. ვრცლად
2010-06-04
მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის კვირეული ხელოვნების სკოლას „აფხაზეთი #1“ დაეთმობა

5 ივნისს 16:00 საათზე ყოველწლიური მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის კვირეული ხელოვნების სკოლას „აფხაზეთი #1“ უმასპინძლებს. კვირეული საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში 16 წლამდე მოზარდებს შორის იმართება. ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი #1“ მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს და არაერთგზის ლაურეატია: 2008,09,10 წლები: ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მეორე რესპუბლიკური ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“ –გამარჯვებული; 2010 წელი– ალექსანდრე მაჭავარიანის სახელობის ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი–ლაურეატი. ვრცლად
2010-06-03
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ექსპერტი ხათუნა შონია მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრენინგების ციკლს ატარებს

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ხათუნა შონია ტრენერ პედაგოგთა კავშირის „ლამპარი“ პროექტ ,,ემპათიის განვითარება ბავშვებში“ ფარგლებში #76 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს ტრენინგებს. ტრენინგები 5–15 წლამდე ინტეგრირებული ჯგუფებისთვის კვირაში ორჯერ ტარდება, რომლის მიზანია მოზარდებში შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება რაც ემსახურება ემპათიის განვითარებას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ვრცლად
2010-06-02
“თიბისი” გალერეა აფხაზეთის მხატვრის ელდარ ქავშბაიას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

2 ივნისს, 18:00 საათზე „თიბისი“ გალერეაში გაიმართება აფხაზეთელი მხატვრის ელდარ ქავშბაიას პერსონალური გამოფენა „ეპიზოდები ჩემი მეხსიერებიდან“. ვრცლად
2010-06-01
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ნ. დუმბაძის სახელობის თეატრში საბავშვო წარმოდგენა გაიმართება

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ცენტრალური თეატრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს. ვრცლად
2010-06-01
აფხაზეთიდან ბავშვები 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აწყობს რიგ ღონისძიებებს: ვრცლად
2010-05-26
26 მაისს აფხაზეთის ახალგაზრდები საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს 11:00 საათზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ეწვევიან საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერის – მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს. ვრცლად
2010-05-25
გალის ოკუპირებული ზონის სკოლებში ბოლო ზარი ირეკება!

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მთავრობის სახელით ულოცავს გალის რაიონის– ოკუპირებული ზონის სკოლების კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 194 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 163 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 166 ხმა