ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
სიახლეები
2010-04-18
აფხაზეთის ხელოვნების სკოლა–2 მასპინძლობს „საუბრებს აფხაზეთზე“

18 აპრილს 13:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კულტურის სამმართველოს ინიციატივით, აფხაზეთის ხელოვნების სკოლა #2 (გლდანი, კომპაქტური ჩასახლება „სიხარული“) უმასპინძლებს პირველ სემინარს ციკლიდან „საუბრები აფხაზეთზე“. სკოლის 30–მდე აღსაზრდელს მწერალი ნანა ქარდავა მოუყვება სოხუმის––დიოსკურიიდან დღემდე და შერვაშიძეების სამთავრობო ოჯახის ისტორიას, რასაც მოჰყვება დისკუსია. ვრცლად
2010-04-17
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება სოხუმის თეატრის მსახიობის მიხეილ ქვაჭრელიშვილის გარდაცვალებას

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კ.გამსახურდიას სახ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის მიხეილ ქვაჭრელიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მსახიობის ოჯახსა და სოხუმის თეატრის დასს. ვრცლად
2010-04-17
აფხაზეთის მოსწავლეები პატრიარქის ინიციატივის „დარგე 12 ნერგი“ ფარგლებში 200 ნეკერჩხლის ხეს დარგავენ

დღეს 17 აპრილს 11:00საათზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის საჯარო სკოლების 50 მოსწავლე და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები 200–მდე ნეკერჩხლის ხის ნერგს თბილისში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე (მაღლივი კორპუსი) დარგავენ. ვრცლად
2010-04-16
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ ვალტორნასადმი მიძღვნილი საღამო სოხუმის დავით არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ გამართა

16 აპრილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ–მუზეუმში (ბაქრაძის ქ#10) აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ვალტორნასადმი მიძღვნილ სოხუმის დავით არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საღამოს დაესწრო. ვრცლად
2010-04-15
აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არჯევანიძე კონკურსის „14 აპრილი–ქართული ენის დღე“ გამარჯვებულია

აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის მე–8 კლასის მოსწავლე მარიამ არჯევანიძე კონკურსის „14 აპრილი –ქართული ენის დღე“ გამარჯვებულია. ვრცლად
2010-04-14
აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის მოსწავლე ლია მაქაცარია კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ ფინალისტია

აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლია მაქაცარია კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ ფინალისტი გახდა. 14 აპრილს, დედა ენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა. წარმატებულ ფინალისტს აფხაზეთელ მარიამს სპეციალური პრიზი პერსონალური პორტატული კომპიუტერი გადეცა. ვრცლად
2010-04-14
აფხაზეთის მოსწავლეები კონკურსის „14 აპრილი –ქართული ენის დღე“ წარმატებული ფინალისტები

აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის მე–8 კლასის მოსწავლე მარიამ არჯევანიძე კონკურსის „14 აპრილი –ქართული ენის დღე“ გამარჯვებულია. კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რომელშიც ასეულობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ვრცლად
2010-04-14
აფხაზეთელი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები დედაენის დღეს მამხუტის საჯარო სკოლაში იზეიმებენ

დღეს 12:00 საათზე, ა/რ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო სკოლების 30–მდე მოსწავლესთან ერთად დედაენის დღის აღსანიშნავად ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის არაქართულენოვან საჯარო სკოლას ეწვევა. ვრცლად
2010-04-12
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მოსამართლე დავით კეკენაძე ბავშვთა უფლებებზე საჯარო ლექციას წაუკითხავს

დღეს 15:00 საათზე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის #1, 11, 14, 15 საჯარო სკოლების მე–10, 11, 12, კლასების 35–მდე მოსწავლე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე დავით კეკენაძეს შეხვდებიან. ვრცლად
2010-04-08
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა ! “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“

დღეს, 20:00 საათზე, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სხვენში საპრემიერო წარმოდგენას გამართავს. თეატრის მცირე სცენაზე სოხუმის თეატრალური დასი ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ სასცენო ვერსიას წარმოადგენს, რომელშიც ირეალური სამყაროდან მოსული გოგონას და მომაკვდავი მწერლის ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი. ვრცლად

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა