|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
ოკუპანტებმა დაკავებული ქართველი მოსწავლეები გაათავისუფლეს
![]() 2010-01-20 რუსი ოკუპანტების მიერ დილით დაკავებული ქართველი მოსწავლეები უკვე სახლებში იმყოფებიან, ამის შესახებ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა განაცხადა. 20–მდე ქვეითად მიმავალი ბავშვები შემოვლითი გზით საბერიოდან წალენჯიხის რაიონის მიმართულებით მიდიოდნენ, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ისინი და მიუთითეს მათ ცენტრალური გზით და რუსული პოსტის გავლით გასვლა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა მოსწავლეები დააკავეს გალში დააბრუნეს და რამოდნეიმე საათის განმავლობაში დაკავებული ყავდათ. შემდეგ ბავშვებს მშობლემა მიაკითხეს. ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის ყველა მოსწავლე გათავისუფლებულია. მინისტრის თქმით, ყოველ დღე 60–მდე ბავშვი წალენჯიხის ადმინისტრაციულ საღვრამდე ფეხით მიდის, ფახულანში კი მათ სასაკოლო ავტობუსი ხვდებათ რომლითაც ბავშვები შემდგომ სკოლაში გადაყავთ. დღევანდელ დღემდე ამ მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეები არ იდგნენ, დღევანდელი ფაქტი კი იმის მანიშნებელია რომ, რუსი ოკუპანტები შემოვლითი გზის ჩაკეტვას აპირებენ, ეს თავის მხრივ საბერიოში მცხოვრებ მოსწავლეებს პრობლემებს შეუქმნის, ისინი ვეღარ გამოვლენ წალენჯიხის რაიონიდან ქართულ სკოლებში და საბერიოს რუსულ სკოლებში მოუწევთ სწავლის გააგრძელება განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკიმა. ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||