ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
აფხაზეთის ნაკრები გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებს.


2010-01-22


2010 წლის 22–24 იანვარს, ქ.ქუთაისში, საჭიდაო სპორტულ დარბაზში გაიმართება საქართველოს ყოველწლიური ჩემპიონატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრი როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე წონით კატეგორიებში ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონების(აჭარა, ქართლი, სამეგრელო,იმერეთი და სხვა) ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის აფხაზეთის ა/რ ნაკრები გუნდის 6 სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრის ფინალი 24 იანვარს 11 საათზე ჩატარდება, დაჯილდოების ცერემონიალი კი 16:00 საათზე გაიმართება. ბერძნულ–რომაული ჭიდაობა ერთ–ერთი ძველი და პრიორიტეტული სპორტის სახეობაა, რომელშიც 1993 წლიდან აფხაზეთის ნაკრები აქტიურად იღებს მონაწილეობას.
შეჯიბრის მხარდამჭერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომლის მიზანია აფხაზეთელი სპორტსმენების მხარდაჭერა, მათი წახალისება და საქართველოში ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია. საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. 1990–91 წლებში საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში აფხაზეთელი გიორგი ბერიძე გახდა, ხოლო 2002 წელს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გიორგი რურუამ (სოხუმი) მოიპოვა.

შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 




ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 194 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 163 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 166 ხმა