|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი აფხაზ ბავშვებს ქართულ სკოლაში შეხვდა
![]() 2010-01-25 ლილოს ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი ბავშვები დღეიდან ქართულ სკოლაში ისწავლიან. #168–ე სკოლაში აფხაზ ბავშვებს სწავლის დაწყება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა და საქართველოს განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერტელაძემ მიულოცეს. აფხაზი ბავშვების მიღების ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, ხოლო აფხაზმა ბავშვებმა სკოლის შენობაზე საქართველოს დროშა აღმართეს. დღეიდან III–XI კლასელი ცხრა აფხაზი ბავშვი ქართული სკოლის რუსულ სექტორში ისწავლის. "ამ სკოლაში კონტინგენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს იმედს გვაძლევს, რომ ბავშვები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეძლებენ. ჩვენ ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა განათლება მიიღონ და თავი ქართული სახელმწიფოს ნაწილად იგრძნონ და ამავდროულად შეინარჩუნონ თვითმყოფადობა“–განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა. მინისტრის თქმით, სურვილის მიხედვით აფხაზ მოსწავლეებს საგანგებოდ მათთვის გამოყოფილი სპეციალისტი აფხაზური ენის გაკვეთილებს კვირაში რამდენჯერმე ჩაუტარებს. აფხაზეთიდან დევნილი 10–მდე აფხაზი ოჯახი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ ლილოს დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ შენობაში ორი თვის წინ შეასახლა. იხილეთ ფოტოგალერეა: http://meca.gov.ge/?cat=gallery_images&gallery_id=87 ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||