|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე განათლების სამინისტრომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა
![]() 2010-01-29 დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ინიციატივით აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ექსპერტები. შეხვედრაზე ისუაბრეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის, აღნუსხვისა და კატალოგის შედგენის აუცილებლობაზე; მინისტრმა დალი ხომერიკმა წამოჭრა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ვებ–გვერდის შექმნის საკითხი. ასეთი ვებ–გვერდი უფრო ხელმისაწვდომს გახდის აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე არსებულ ინფორმაციას შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისათვის. ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||