|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
აფხაზეთის სამშვიდობო განათლების პოლიტიკა ეხმაურება „ჩართულობას თანამშრომლობის გზით.“
![]() 2010-01-27 აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მიესალმება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფოს ახალი სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებას. მინისტრის დალი ხომერიკის თქმით, სამინისტროს სამშვიდობო განათლების ინიციატივა ეხმაურება სტრატეგიის მიზანს „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და ხელს შეუწყობს მის რეალიზებას ახალგაზრდებში. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგია– სამშვიდობო განათლებისა და კულტურის დანერგვა ორინეტრებულია სწორედ ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის აღდგენაზე და ემსახურება ახალგაზრდებში სამშვიდობო ხედვების განვითარებას. სამინისტრომ უკვე დაიწყო თანამშრომლობა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კულტურული მემკვიდრეობისა და განათლების საკითებში სამოქმედო გეგმის შემუშავების ჯგუფებთან. http://www.smr.gov.ge/uploads/file/SMR-Strategy-ge.pdf ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||