ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები კონკურსში „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“ ჩაერთვებიან


2010-02-01

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწვევს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“.კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 30 იანვარს გამოცხადდა.


კონკურსის პირობის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეები ნახატებს შექმნიან, ხოლო საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეები აღნიშნულ თემატიკაზე ესსეებს დაწერენ. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული ყველა სკოლის მოსწავლეები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების სამმართველო უზრუნველყოფს აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფორმირებულობას და დევნილი მოსწავლეების ჩართულობას.


აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები, გთხოვთ მოგვაწოდოთ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ან გადმოგვიგზავნოთ ელექტორნული ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 10 თებერვლის, 18:00სთ. მისამართი: ქ. თბილისი, უზნაძის #68; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროტელ: 95–03–24 განათლების სამმართველო. e-mail: mkvachakhia@meca.gov.ge 




ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 195 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 165 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 168 ხმა