ქართული English Русский HOMEPAGE Home Page
მინისტრის განცხადებები
კანონმდებლობა
რესურს–ცენტრები
სკოლები
სტატისტიკა და კვლევები
პუბლიკაციები
კითხვა-პასუხი
პარტნიორები
სამშვიდობო განათლება
სასარგებლო ბმულები
 
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31


   Email:
   Password:
 
 
პრეს-რელიზები
2010-08-23
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნის სახალხო კოლეჯში ,,სამშვიდობო განათლების” მიმართულებით ტრენინგ-პროგრამას გაივლიან
დღეს, 23 აგვისტოს 01:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის” ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით აშშ-ს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში გაემგზავრებიან.
2010-07-30
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი 2010 წლის საქართველოს წარჩინებულ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს
30ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმროში „ამბასადორი“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2010 წლის საქართველოს წარჩინებული მოსწავლეების აფხაზეთის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოებასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას გამართავს. განათლების მინისტრი, დალი ხომერიკი პირადად მიულოცავს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ამ წარმატებას და ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს. წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებს 795 კურსდამთავრებული ჰყავს, აქედან –315 ოკუპირებული ზონის (გალის რაიონის) მოსწავლეა. აფხაზეთის საჯარო სკოლებში 26 მედალოსანი მოსწავლეა: აფხაზეთის საჯარო სკოლები- 1 ოქრო და 16 ვერცხლი; კონფლიქტის ზონა– 3 ოქრო და 6 ვერცხლი.
2010-07-26
სპეციალური მიწვევით აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე მეორედ გაემგზავრება
ხვალ 9 საათზე, აეროპორტიდან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებულ აფხაზეთის ახალგაზრდულ კაპელას უნგრეთის ქ. დებრეცენში, საგუნდო მუსიკაში მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესიტიჟულ ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე გააცილებს. კაპელას გამგზავრებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და აფხაზეთის ა/რ მთავრობა უზრუნველყოფს. ვიზიტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
2010-07-06
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 36 აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდი კვარიათში სამშვიდობო განათლების სკოლა–ბანაკში დაისვენებს
აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და „თი ბი სი“ ბანკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის აფხაზი ბავშვები გაემგზავრებიან კვარიათში, სამშვიდობო სკოლა–ბანაკში.
2010-06-26
დღეს ქალაქ ზუგდიდში ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის? აფხაზეთის სასკოლო ლიგის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება
26 ივნისს, 13:00 საათზე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მერაბ კოსტავას #58) აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ფინალური შეხვედრა ჩატარდება.
2010-06-22
„ერუდიტი 2010“ ფინალი
დღეს 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლიტკოვსკაიას #9) ინტელექტუალურ–შემეცნებითი თამაშის „ერუდიტი 2010“ ფინალი გაიმართება. აფხაზეთიდან დევნილ 25 ფინალისტს შორის საუკეთესოს ჟიურის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და ჟიურის სხვა წევრები : აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე აპლაკოვი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ზაზა გოგინავა გამოავლენენ.
2010-06-21
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია პროექტის “ერუდიტი 2010” ფინალისტებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლებს
21 ივნისს, 13:00 საათზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ინტელექტუალურ- შემეცნებითი პროექტის ”ერუდიტი 2010” ფინალისტებს შეხვდება და პირადად მიულოცავს ბავშვებს ფინალში გასვლას. პროექტი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდის ”ჰარმონია და მშვიდობა” მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების 150 -ზე მეტი 13-17 წლამდე მოსწავლე მონაწილეობს. ფინალში გავიდა 25 მოსწავლე.
2010-06-11
სპეციალურად აფხაზეთის მოზარდებისთვის OFFS ფილიალი საქართველოში პირველად ჩაატარებს მინი–ფეხბურთს „ბონ–ბონის” თასზე
11 ივნისს 10:00 საათზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ფილიალი საქართველოში OFFS პირველად, სპეციალურად აფხაზეთის მოსწავლე–ახალგაზრდებისთვის ატარებს შეჯიბრს მინი ფეხბურთში „ბონ–ბონის“ თასზე.
2010-06-06
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ს.ს.ი.პ. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
6 ივნისს, 11 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის „სპექტრი“ დირექტორი ზაზა ავალიანი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.
2010-06-05
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდბის მონასტერში უმასპინძლებს
ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 5 ივნისს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით 35–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს საფლავს მოინახულებენ.
2010-06-05
მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის კვირეული ხელოვნების სკოლას „აფხაზეთი #1“ დაეთმობა
5 ივნისს 16:00 საათზე ყოველწლიური მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის კვირეული ხელოვნების სკოლას „აფხაზეთი #1“ უმასპინძლებს. კვირეული 16 წლამდე მოზარდებს შორის იმართება. ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი #1“ მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს და არაერთგზის ლაურეატია: 2008,09,10 წლები: ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მეორე რესპუბლიკური ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“ –გამარჯვებული; 2010 წელი– ალექსანდრე მაჭავარიანის სახელობის ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი–ლაურეატი.
2010-06-02
“თიბისი” გალერეა აფხაზეთის მხატვრის ელდარ ქავშბაიას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
2 ივნისს, 18:00 საათზე „თიბისი“ გალერეაში გაიმართება აფხაზეთელი მხატვრის ელდარ ქავშბაიას პერსონალური გამოფენა „ეპიზოდები ჩემი მეხსიერებიდან“. მხატვრის შთაგონების წყაროს ყოველთვის წარმოადგენდა მისი ცხოვრების ცუდი თუ კარგი ეპიზოდები. რიგით მე–5 პერსონალური გამოფენა მან აფხაზეთის მოგონებებს მიუძღვნა. აღნიშნულ გამოფენაზე მხატვარი წარადგენს კონცეპტუალურ ჟანრში შესრულებულ 20 ნახატს , რომელიც მოიცავს მხატვრის ცხოვრებას მოგონებებს აფხაზეთიდან, პირველ სიყვარულს, აფხაზეთის ომში დაკარგულ მეგობრებს, მათ მონატრებას.
2010-06-01
აფხაზეთელი ბავშვები 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აწყობს რიგ ღონისძიებებს: 15:00 საათზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ახალგაზრდებისთვის მოეწყობა მრავალგზის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატის ქართული ფილმის „გაღმა ნაპირი“ კინოჩვენება. ჩვენების შემდეგ 35 –მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ფილმის განხილვაში. ბავშვები პირადად შეხვდებიან ფილმის რეჟისორს, გიორგი ოვაშვილს და მთავრ მოქმედ გმირს, თედო ბექაურს.
2010-05-26
26 მაისს აფხაზეთის ახალგაზრდები საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს 11:00 საათზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ეწვევიან საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერის – მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს. მოზარდები დაათვალიერებენ მერაბ კოსტავას პირად ნივთებს, ბიბლიოთეკას, სამახსოვრო ფოტოებსა და გრამფირფიტებს. მერაბ კოსტავა1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2010-05-25
იხსნება აფხაზეთის მხატვრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა
25 მაისს 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში „ფიროსმანი „ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით იხსნება აფხაზეთის მხატვრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა.

ინტერაქტივი

როგორ აფასებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს?

დადებითად
უარყოფითად
არ მაქვს ინფორმაცია

სულ 194 ხმა

თქვენი აზრით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს:

სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას
მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას
სასკოლო ინიციატივების განვითარებას

სულ 163 ხმა

მნიშვნელოვანია თუ არა, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში გავატაროთ სამშვიდობო განათლების პოლიტიკა?

დიახ
არა
ამ მიმართულებით არ ვფლობ ინფორმაციას

სულ 166 ხმა