|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
ბიუჯეტი
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტი აფხაზეთის ა/რ მთავრობამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სამინისტროს ბიუჯეტი განისაზღვრა 2.633.420 ლარით, რაც აფხაზეთის მთავრობის საერთო ბიუჯეტის 22.84% წარმოადგენს. მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობისათვის პრიორიტეტულია ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროები. თავის მხრივ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განათლების სფეროში დასახელებული პრიორიტეტებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმების მხარდაჭერა აფხაზეთის განათლების სექტორში და აფხაზეთის სკოლებში სამშვიდობო განათლების პოლიტიკის გახორციელება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქართულ–აფხაზური სასკოლო პარტნიორობების ინიციატივების განვითარება და ოკუპირებულ გალის რაიონში ქართული საგანმანათლებლო პროცესისა და აფხაზური ენის პროგრამების ხელშეწყობა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამული დაფინანსება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამული დაფინანსება (სუბსიდიის გარეშე) საკმაოდ შეზღუდულია და საერთო ჯამში სრული ბიუჯეტის 5.58%–ს შეადგენს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამული დაფინანსება (გალის სოციალურ პროგრამებთან ერთად) აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი მოცულობით (176 440 ლარის ოდენობით) სოციალური პაკეტი, რაც გულისხმობს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სახელოვნებო სკოლებში პედაგოგთა და ტექნიკურ მუშაკთა დახმარების დაფინანსებას; აგრეთვე ხელოვნებისა და სპორტული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდების სწავლების დაფინანსებას თბილისში განთავსებულ აფხაზეთის სამუსიკო, სამხატრო სკოლებსა და სპორტული მომზადების ცენტრებში. აგრეთვე გათვალისწინებულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი რადიოპროგრამებით საინფორმაციო მხარდაჭერის პროგრამა.
![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||