|
|
|
|
|
Home Page
|
|||||||||||||||||||||||||||||||
|
გრანტები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა 2009-2010 აკადემიური წელი მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე აფხაზეთის ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აწარმოებს განაცხადების მიღებას სასწავლო გრანტებზე. ვინ დაფინანსდება? პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აფხაზეთის ახალგაზრდებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან საქართველოს უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი სწავლების თანადაფინასებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო გაცვლით პროექტებში მონაწილეობისათვის. როგორია შერჩევის კრიტერიუმები? შემოსული განაცხადებიდან კონკურსის წესით დაფინანსდებიან მხოლოდ საუკეთესო აკადემიური მოსწრების, განსაკუთრებული სოციალური საჭიროებისა და სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდები.
როგორია დაფინანსება? პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მხარდაჭერა მოხდება მხოლოდ თანადაფინანსების წესით. გრანტის ოდენობა არ აღემატება 500 ლარს. პრიორიტეტი ენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არ მიუღიათ ადრე სამინისტროს დაფინანსება. ერთ აკადემიურ წელიწადში თითო სტუდენტზე გაიცემა მხოლოდ ერთი გრანტი. რა ფინანსდება ? დასაფინანსებლად განიხილება სწავლების ქირა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში (სწავლება, კონფერენციებში მონაწილეობა, სტაჟირება და სხვა) შესაძლებელია მგზავრობისა და ვიზის ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება. რა უნდა წარმოადგინოთ? განაცხადების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: იანვარში და სექტემბერში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სამინისტროს განათლების სამმართველოს და შეავსონ განაცხადის ფორმა (ანკეტა). ანკეტას უნდა დაერთოს პირადობისა და დევნილის მოწმობების ასლები; ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან; რეკომენდაცია სასწავლო დაწესებულებიდან; ნიშნების ფურცელი; სოციალურად დაუცველი პირის დამადასტურებელი მოწმობა; და სხვა დამატებითი საბუთები (მაგ. სერტიფიკატები, ჯილდოები). საერთაშორისო პროგრამების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაცია მიმღები სასწავლებლიდან (მოწვევის, ჩარიცხვისა და დაფინანსების წერილები). მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა განაცხადში შევსებულ სტუდენტების სამოტივაციო წერილს. როგორია დაფინანსების პროცესი? განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს წარმოდგენილ საბუთებს. გადაწყვეტილების მიღება ხდება 2-3 კვირის განმავლობაში. შენიშვნა: გვიან წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება. მომდევნო კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის სექტემბერში. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით. გისურვებთ წარმატებებს! ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||