იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მძიმე მდგომარეობაზე იმსჯელეს
10.06.2016



აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, თუ როგორ სრულდება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციები.
ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
10.06.2016



აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან. წლეულს სპორტული თამაშები 9-10 ივნისს ზუგდიდში ჩატარდა და მასში ზუგდიდის ზონის ხუთი სკოლა მონაწილეობდა. თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი, „მხიარული სტარტები“, ძლიერთა ტურნირი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა.
ნორჩ რაგბისტთა ფესტივალმა აფხაზეთის წარმატებული გუნდებიც გამოავლინა
07.06.2016



საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგები გადაამზადეს
03.06.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას. გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე საინტერესოდ დაამახსოვრდათ
01.06.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები პროექტში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს 14 ენაზე"
30.05.2016



„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად გამოაცხადა.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26.05.2016



ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
გიგა ოთხოზორიას ხსოვნას
23.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ახალგაზრდა ვაჟკაცის, არსებულ მძიმე რელობასთან შინაგანად შეურიგებელი გიგა ოთხოზორიას მუხანათურად მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის დედას - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ჯულიეტაჭანტურიას და მის ოჯახს.