იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
გაიმართა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა
19.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთ ახელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
თბილისში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
16.05.2016



თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვისდა აფხაზეთის მთავრობა დალოცა
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში
16.05.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო
10.05.2016



9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს
05.05.2016



გარდაიცვალა კანდიდ თარბა, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „კავკასიას“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, აფხაზეთში პროფესიული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისათვის დამაშვრალი კაცი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
29.04.2016



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ გალერეაში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები (სულ 30 მოსწავლე)
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის გურამ ყურაშვილის ხსოვნას
20.04.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში
20.04.2016



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.