Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_qc0kh9im7chgg6duaal85pl9e4, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩითახევში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ჯომარდობაში აფხაზეთის თასზე ტურნირი ჩაატარა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან და აჭარის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ბათუმში, ე.წ. „ბენზეს“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის „მთვარის მოტაცების“ თამაზ გოდერძიშვილისეული ინსცენირების მიხედვით დადგა. სპექტაკლი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს, 1 ივლისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის მერაბ ყოლბაიას 60 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, არა უმეტეს 2 სტუდენტისა.