იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს მიეძღვნა
26.05.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განყოფილებამ, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ „მომავლის ხმასთან“ ერთად, საქართველოს ეროვნული დღესასწაული 26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი შემოქმედებითი პროექტის - „საქართველოვ, გულო ჩემო“ მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს მერაბ კოსტავას მემორიალი.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ საღამოს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა
24.05.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა.
მეუფე დანიელმა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა
23.05.2017



23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.
„ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება
22.05.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2017 წლის 22 მაისს, 16 საათზე მართავს „ალექსანდრე შერვაშიძის კატალოგის“ პრეზენტაციას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ქ. თბილისი, ფურცელაძის ქუჩა, 3). ნიშანდობლივია, რომ კატალოგის პრეზენტაცია ემთხვევა ალექსანდრე შერვაშიძის საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 150 წლისთავს.
სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის რეგიონალური თამაშები დასრულდა
10.05.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის აფხაზეთის რეგიონალური ფინალური თამაშები. რეგიონის პირველობისთვის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში გამართა
08.05.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 4-7 მაისს ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2003-2005, 2006-2007 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა
06.05.2017



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთიდან დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
03.05.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, 2017 წლის 27, 28, 29 აპრილს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი.