აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - რიგით მეხუთე და წლეულს უკვე ბოლო ლექცია მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა. საუბრის თემა ისევ აფხაზეთი და მასთან დაკავშირებული ამბები თუ ემოციები იყო.
აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ ფარგლებში, მორიგი ლექცია ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში), მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრი ეკა ხოფერია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია. მან პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.
აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოსა და საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის“ მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს ელენე ესიავას.