აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.
2021 წლის 6-4 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების სპეციალური საჭიროებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის ჩაატარა პროფესიული გადამზადების ონლაინ ტრენინგი.
კომისიის გადაწყვეტილებით, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს კოკა ბერაიას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან და მის მოადგილესთან, ემი კლენთან შეხვედრა გამართა.
ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას უმასპინძლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებს აფხაზეთთან დაკავშირებული საკუთარი ემოციები და ზოგადი ხედვები გაუზიარა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.