იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ნორჩ მოფარიკავეთა ნაკრებმა ბათუმში წარმატებულად იასპარეზა
16.11.2016



ამ დღეებში ქ. ბათუმში მოეწყო ვეტერანი მოფარიკავის დავით ხიტირის სახელობის თასის გათამაშება ფარიკაობაში. გათამაშებაში აფხაზეთის ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ლოლუა) მონაწილეობდა.
ვახტანგ ყოლბაიამ მაია ახალკაციშვილს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა
09.11.2016



ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიპლომი გადასცა.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელი პრემიერაზე მიიწვია
08.11.2016



სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ მაყურებელს ძმები გრიმების პიესის მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა შესთავაზა.
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
08.11.2016



ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა.
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ილიას დაბადების დღე მის მუზეუმში აღნიშნეს
08.11.2016



აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის ინიციატივით თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი საღამო - ,,ილიას გზით“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა
06.11.2016



თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოილოცეს.
აფხაზური ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზურ ენაზე აღნიშნეს
28.10.2016



27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე: „აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორიული ძეგლები“.
„ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“
28.10.2016



27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა. ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ წარდგინება გაიმართა. წიგნი ქართულ და აფხაზურ ენებზეა გამოცემული და ის აფხაზურ ენაზე 2016 წელს „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა.