იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების მიღება გაიმართა
აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის მოზარდებისთვის
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი გამართა ძიუდოში
14.11.2017



თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2006-2007 და 2004-2005 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
მხატვარმა დავით ბაძაღუამ 45 წლის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გამართა
07.11.2017



cსაქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა დავით ბაძაღუას 45 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და სიმბოლურად მხატვრის 45 ნამუშევარს წარმოადგენდა.
დიმიტრი ჯაიანი „საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე“ 2017-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო
03.11.2017



2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიის ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს
02.11.2017



წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე.
აფხაზეთის მხატვრებმა ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გამართეს
02.11.2017



საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედებით გაერთიანების მხარდაჭერით მოეწყო.
ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს და ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატს - გენო კალანდიას მიეძღვნა
31.10.2017



აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა კი რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ თემაზე კომპოზიცია შეასრულა.
აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
30.10.2017



cსაქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
აფხაზური ენის კვირეული დასრულდა
30.10.2017



აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.