აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების (ხელმძღვანელი მანანა ბურბუთაშვილი) საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საანგარიშო კონცერტი გამართა (პედაგოგები: ქეთი ქარდავა და დავით კევლიშვილი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ განახორციელა.