იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
27 სექტემბერს - ჯვართამაღლებისა და აფხაზეთის დაცემის 25-ე წელს ქ. თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში, საიუბილეო კონცერტი გამართა
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
საქართველოს ეროვნულ არქივში აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
ქვეპროგრამის „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ ფარგლებში
13.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად, ტრადიციულად, ქვეპროგრამის „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ ფარგლებში მართავს საახალწლო წარმოდგენას, რაც დევნილი ბავშვების სადღესასწაულო სამზადისს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
სტამბოლში, კულტურის ცენტში წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" წარდგინება შედგა
10.12.2018



სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი.
საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი (დიმა) ჯაიანის, გარდაცვალებიდან ერთი ტკივილიანი წელი გავიდა
10.12.2018



დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
ფოტოკონკურსში - ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ
06.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.
სახელობო სწავლების წახალისების მიზნით
06.12.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ - ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენციაზე კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე იმსჯელეს
04.12.2018



„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთიდან დევნილ შშმ მოზარდებს გარდენიაში მწვანე გაკვეთილების კურსი ჩაუტარდათ
04.12.2018



3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად.
სოხუმის თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
21.11.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყო.