ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. გ. შარვაშიძის პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გამართა.
აფხაზეთის მე–15 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლე გურამ ვეკუა ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირის ჭაბუკთა შორის (15 წლამდე) ევროპის ჩემპიონი გახდა.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, ვაკის ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალოსნობაში.