Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_uk3flrfak9e889suq97lddjih2, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი თემურ ურიდია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი კალანდია სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის №22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ როლანდ ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.