აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2020 წლის I ეტაპის განხორციელება დაიწყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდ ,,საირმეს“ სპორტული ინვენტარი - ფორმები და ბურთები გადასცა.
საქართველოს დიასპორა უკრაინაში „ქართული ალიანსის“ ორგანიზებით, უკრაინაში ყოველ წელს იმართება ქართული კულტურის დღეები, რომელშიც ცნობილი ქართული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ. ამჯერად უკრაინაში გამართული ქართული კულტურის დღეების სტუმარი იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.