Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_jopec5496a9o5lkb3nc17377j6, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, ვაკის ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალოსნობაში.
მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო.
საქართველოს მხატვართა კავშირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრის − დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა − „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ გამართა.