სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო დაწესებულებების რეზიდენტები.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეორე სახელმწიფო ენაა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში მცხეთის, წილკნისა და ძალისის არქეოლოგიური ადგილები მოინახულეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის აფხაზეთის მკვიდრი პოეტისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას ნამუშევრის - ,,კედლების გემო" (100X70) გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატის, გამორჩეული ხმისა და სათქმელის პოეტის შოთა ნიშნიანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.