გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება მასწავლებლის დღე და მიზანი ყველგან ერთია: მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მათთვის მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წლის 21 სექტემბერიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა გამართა, ალპინიადის ინიციატორები იყვნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“.
29 სექტემბერს, ვერის პარკში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სამინისტროებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გამართა.
სოხუმი 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაეცა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით მოვიდა აფხაზეთის წართმევის 26-ე წელიც.
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.უწმინდესმა და უნეტარესმა ჯვრის სასწაულმოქმედ ძალაზე იქადაგა.