აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს, 1 ივლისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის მერაბ ყოლბაიას 60 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართა.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, არა უმეტეს 2 სტუდენტისა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა.