როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, 2016 წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა.
25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა. „კოკა-კოლას ეს პროექტი წლეულს საიუბილეო იყო, ის 25 წლის გახდა.
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების (ხელმძღვანელი მანანა ბურბუთაშვილი) საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საანგარიშო კონცერტი გამართა (პედაგოგები: ქეთი ქარდავა და დავით კევლიშვილი).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ განახორციელა.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გამართა.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს უკვე მეორედ ეწვივნენ. მოზარდებმა ამჯერად ნახეს რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის დადგმული.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე იმსჯელეს.