აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სკოლისშემდგომი განათლების მომზადების" პროგრამაში ჩართულ აბიტურიენტებს შეხვდა.
5-7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, სპორტულ ცენტრ „იმედში“, გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გამართა.
28 მაისს, 17 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ჩაატარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის დასკვნით საღამო - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა შეხვდა.