უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ წლების წინათ დადგინდა. ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია და მინისტრის თანამდებობაზე როლანდ ნიჟარაძე წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის რაგბის ფედერაციასთან ერთად რაგბში ღია პირველობა ჩაატარა. შეჯიბრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.
თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი წლეულს, 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ გახსნისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სფფ-ის სპორტდარბაზში ჩაატარა აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში.