Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_mkgleflk629aegnc78228lpn24, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20-21 აპრილს ქ. თბილისში, საჭიდაო სპორტკომპლექსში ჩაატარა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წ. წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა დაზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას (დაბადებიდან 75 წლისთავი) და ზვიად გამსახურდიას (დაბადებიდან 80 წლისთავი) იუბილეებთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
14 აპრილს დედაენის ძეგლთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით (ორგანიზატორი იზონერა ბერაია), ტრადიციულად აფხაზეთის მოსწავლეები და სტუდენტებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებს დედაენის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, პოეტებმა ტარიელ მუმლაძემ და ბაღათერ არაბულმა.