Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_t7el49nbikpd4d6ejpbsmvuh46, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
7 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამავე კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2 მარტს კუს ტბაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მარათონი გამართა.