27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულით ეხმიანებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში ქმნის საინფორმაციო ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე.
2007 წლიდან ყოველ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულის სახით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის თემატიკაზე (მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება და ა.შ) გამოცემული, როგორც ქართულენოვანი, ისე აფხაზურ ენაზე თარგმნილი ლიტერატურა გამოიფინა.
ფრანფკურტის საიუბილეო, 70-ე წიგნის ბაზრობა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. წლეულს საქართველოს ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს პავილიონი 180 კვ. მეტრს იკავებს და წარდგება Georgia Made by Characters კონცეფციით.
4-6 ოქტომბერს ნიდრლანდების სამეფოში „ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, „აფხაზეთის დღეები“ გაიხნა.