აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველ წელს, ტრადიციულად, მართავს საახალწლო ზეიმს 4-14 წლამდე ასაკის დევნილი ბავშვებისათვის, რათა მათ შეექმნათ საახალწლო განწყობა და მხიარულად შეეგებონ ახალ წელს.
დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“ - ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
„კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“, - ასე ერქვა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციისა და გალის რესურსცენტრის მხარდაჭერით (ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, „ხვამლი-არენაზე“) რაგბის ფესტივალი ჩაატარა.