იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები ფოტოობიექტივში
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა
მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე
06.10.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობაზე: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დამლაგებელი (1 ვაკანსია).
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების მიღება გაიმართა
06.10.2017



ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს
06.10.2017



აფხაზეთის ა/რ მთავრობამ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დააწესა.
ანსამბლი „აფხაზეთი“ მცხეთაში გამართულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე წარსდგა
30.09.2017



ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია.
აფხაზეთის ხელისუფლებამ და საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
28.09.2017



სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“.
საქართველოს მხატვართა კავშირში აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს
20.09.2017



cაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მხატვართა კავშირს ეწვია. ვახტანგ ყოლბაია სტუმრობისას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს გურამ ცერცვაძეს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს დავით ბაძაღუას მხატვრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა
19.09.2017



აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა. ბენეფისი დიმიტრი ჯაიანის მიერ შესრულებული მეფე გიორგის მონოლოგით დაიწყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე და ისე ახლაც, ამ მონოლოგით თავისი სათქმელიც გახაზა: „მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის... მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია".
ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
18.09.2017



მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერალს რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოასვენებენ.