Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_umu73na2k5g08oj35hgcnqksq5, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
2018 წლის 3 - 4 ნოემბერს ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ჩაატარა ძიუდოში 2006-2007 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულით ეხმიანებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში ქმნის საინფორმაციო ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე.
2007 წლიდან ყოველ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულის სახით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.