აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ბიზნეს ცენტრ „მოზაიკას“ კონგრეს-ჰოლში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში გაიმართა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი.