ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა.
ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.
2018 წლის მარტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა.
ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, გამართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.