აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“.
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო: „ქალი ყოველი არსის გვირგვინი“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის - „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ტუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა და მისი ორწიგნეულის - „მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.