Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_49ovqse7lmf780tpjk65pnbmi2, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ და ამ სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად 2008 წლიდან ახორციელებს აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსებას.
საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა. ვიკი-ბანაკს ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ციხისთავი, ვიცე- პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა.