ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ჭეშმარიტი მამულიშვილის, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის პიესის „იაკიში და პუპჩეს“ პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.
cსაქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა დავით ბაძაღუას 45 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და სიმბოლურად მხატვრის 45 ნამუშევარს წარმოადგენდა.
წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავს საღამო „მამული, ენა, სარწმუნოება“ მიუძღვნა. თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებზე ისაუბრა ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ.