ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ეს დღე მიულოცეს.
2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ.
c„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეპროგრამაა. ის ყოველწლიურად ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ბანაკში მათ წარდგენას სწორედ მოსწავლის აკადემიური და საზოგადოებრივი მიღწევები განსაზღვრავს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ისვენებენ საქართველოს ზღვისპირეთში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.
2017 წლის 11-13 ივლისს ქ. თბილისში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამის „შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ პრაქტიკული კურსი დასრულდა.