დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით დააწესა.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში,ბათუმსა და ზუგდიდში კონცერტები გამართა. ანსამბლმა დამსწრეთ ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები წარუდგინა. სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებამ როგორც ფოთში, ისე ბათუმში დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები გამოიწვია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. .
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე - ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.