იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
მზიურის ამფითეატრში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა
აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი გადაეცა
ეკა ხოფერია - აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
სიახლეები
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
16.01.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა.
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
04.01.2017



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
19.12.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელს და მის წევრებს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელები გადაეცათ
19.12.2016



გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოქტომბერში ბელგიის საკათედრო ტაძრის - მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დაცვა-შენარჩუნების პროცესში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
01.12.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის „ბეჭვდითი გამოცემების“ ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის საგუნდო კაპელას მიღება გაიმართა
25.11.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას წევრებთან და გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბელგიის საკათედრო ტაძარში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
21.11.2016



გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდა.
ვახტანგ ყოლბაიამ მაია ახალკაციშვილს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა
09.11.2016



ვახტანგ ყოლბაიამ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტს მაია ახალკაციშვილს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიპლომი გადასცა.