საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის“ პრეზენტაცია გაიმართა.
დასრულდა „არტ-ფესტივალი 2017“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში პირველად გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა თაობის და მიმდინარეობის მხატვრისთვის მოეყარა თავი ერთ საგამოფენო სივრცეში. გამოფენას დაეთმო როგორც დარბაზი, ასევე ღია სივრცე.
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ, აფხაზურ ენაზე დადგმული მინი-სპექტაკლიც „ყელში მობჯენილი მონატრება“... წარმოადგინეს. სპექტაკლში აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, აფხაზურ ტრადიციებსა და სტუმარმასპინძლობაზე აგებული ურთიერთობები და ყოველივე ამის მონატრება იყო გადმოცემული. სპექტაკლზე მოსწავლეებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები და აფხაზური ცეკვებიც შეასრულეს, რითაც აფხაზური ენისა და კულტურის ცოდნა და პატივისცემა გამოხატეს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გენო კალანდია.
აფხაზეთის ა/რ ხელისუფლებამ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა.