Warning: session_start(): open(/home/mecagov/public_html/sess//sess_4cb41omqv59a72qo9e73ucrdg4, O_RDWR) failed: Disk quota exceeded (122) in /home/mecagov/public_html/define.php on line 11 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
1993 წლის15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.
1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას თბილისის მისადგომებთან წინ აღუდგნენ ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
იუნკერებმა თავდადებული ბრძოლებით ერთხანს უკუაგდეს მტერი. თუმცა მომდევნო შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. აქვე დაიღუპა მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.